ანტივაქსერები

ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ თავს მისტერ ანტივაქსერს უწოდებდა, COVID-19-ით გარდაიცვალა

მარკ ბერნიე

ფლორიდელი ჟურნალისტი და რადიო WNDB-ის წამყვანი, მარკ ბერნიე, რომელიც საკუთარ თავს მისტერ ანტივაქსერს უწოდებდა და ვაქცინებს საჯაროდ აკრიტიკებდა, COVID-19-ით გარდაიცვალა. 

The Guardian-ის ცნობით, 65 წლის ბერნიე COVID-19-ით სამი კვირის წინ დაინფიცირდა და ჰოსპიტალიზებული იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

ბენიეს გადაცემაში არაერთხელ უთქვამს, რომ ვაქცინებს არ ენდობოდა და ფიქრობდა, რომ ვირუსს თავადაც გაუმკლავდებოდა.

ის ხშირად იწვევდა ანტივაქსერ სტუმრებს და მათთან ერთად ვირუსის წარმოშობისა და ვაქცინების შესახებ საუბრობდა. 

"დამცინით? მისტერ ანტივაქსერს?. რა თქმა უნდა, ვაქცინას არ გავიკეთებ. არასოდეს". – დეკემბერში ასე უპასუხა ბერნიემ შეკითხვას იმის შესახებ, აპირებდა თუ არა აცრას. 

გარდა ამისა, ის აშშ-ს ვაქცინაციის კამპანიას ნაცისტურ გერმანიას ადარებდა და აცრის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნის გამო, მთავრობას მოსახლეობის შევიწროებაში ადანაშაულებდა. 

კომენტარები