შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

მელია: ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ პარტნიორად პრაქტიკულად რუსეთი აღიარა

ქართული ოცნება, ოლიგარქია უნდა ჩაბარდეს წარსულს და გუშინვე, ქართულმა ოცნებამ თავად აღიარა, რომ ის ბარდება წარსულს. შეშინებულებმა, აცახცახებულებმა, კარს მომდგარი დამარცხების წინაშე ქართულმა ოცნებამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. მაგრამ ეს არ ცვლის არანაირ გეგმებს ჩვენს დღის წესრიგში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი ძალა არ აქვს ქართული ოცნების სურვილს, გამოვიდეს დაწესებული 43%-იანი ბარიერის ვალდებულებიდან.  ეს არის აბსოლუტურად ამაო. გუშინ ქართულმა ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა.  ქართულმა ოცნებამ გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. 

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე. 28 აპრილის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

კომენტარები