ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შარლ მიშელის შეთანხმებაზე ისაუბრა.
მდინარაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა და დოკუმენტში არსებული პირობების, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პირობის შესრულება სრულად მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
"პირდაპირ გეტყვით, ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს შეთანხმება ანულირებულია და პირობების შესრულება, რაც კი რაციონალურ ჩარჩოში შეიძლება ჩაჯდეს, ბუნებრივია, ეს ჩვენი კეთილი ნება იქნება, პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე". – თქვა მდინარაძემ.
საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.
რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში