შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

გახარია ზურაბიშვილზე: ეს იყო მიმდინარე მოვლენების აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება

ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც პოლიტიკური შეფასებები, ასევე სამომავლოდ მისი მოწოდება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული.  ეს არის ის, რასაც ჩვენგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოელიან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სურვილია, ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურული იდენტობით დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები და ტენდენციები, რომელსაც მმართველი ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მიმართავს, აჩენს ეჭვებს, რომ ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ უკან თუ არ ვიხევთ, ერთ ადგილზე ვდგავართ.

ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს. პრეზიდენტის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება "უალტერნატივო" იყო და მან უკვე შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. შესაბამისად, ის არ იზიარებს მმართველი გუნდის არგუმენტაციას, რომ შეთანხმებამ პოლიტიკური პოლარიზაცია არ შეამცირა.

კომენტარები