ირლანდია

ირლანდიაში ვაქცინაციის პროგრამაში 12-იდან 15 წლამდე მოზარდებიც ჩაერთვებიან

REUTERS

ირლანდიაში Covid-19-ზე ვაქცინაციის პროგრამაში 12-დან 15 წლამდე წლის მოზარდებიც ჩაერთვებიან. შესაბამისი რეკომენდაცია ირლანდიის მთავრობას ეროვნული იმუნიზაციის მრჩეველთა კომიტეტმა მისცა.

ირლანდიის პრემიერმინისტრის, მაიკლ მარტინის თქმით, ვაქცინაციის პროგრამა ძალიან ეფექტიანია და მთავრობას სურს, დარჩენილ ასაკობრივ ჯგუფებშიც წაახალისოს აცრაზე აქტიურობა. 

ჯანდაცვის სისტემას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება, რომ 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციისთვის მოემზადოს. აცრისთვის მშობლების ნებართვა იქნება საჭირო და აცრის დროს მოზარდს თან უნდა ახლდეს მშობელი ან მეურვე.

ირლანდიაში 2.59 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია, რაც მოსახლეობის 52.8%-ია. ბოლო ერთ კვირაში ირლანდიაში კორონავირუსის 8 691 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი. პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების 294 272 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 026 ადამიანი.

კომენტარები