ირლანდია

ირლანდიელმა ამომრჩევლებმა უარი თქვეს გადაიწეროს ოჯახის კონსტიტუციური განმარტება

ლეო ვარადკარი
Charles McQuillan/Getty Images

ირლანდიაში ოჯახის კონსტიტუციური განსაზღვრების შეცვლის იდეა, ამომრჩეველთა უმრავლესობამ უარყო. კერძოდ, 9 მარტს გამოცხადებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ოჯახის კონსტიტუციური განსაზღვრების შეცვლის წინააღმდეგი ამომრჩეველთა 67.7% იყო, ოჯახის მოვლის შესახებ ცვლილებებისა კი 73.9%. 

მთავრობას, ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით, სურდა საზოგადოებას მიეღო ორი შესწორება - ერთი აღიარებდა, რომ "სხვა გამძლე ურთიერთობებში" მყოფ ადამიანებსაც შეეძლოთ ოჯახის შექმნა, მეორის მიხედვით კი შემოთავაზებული იყო, ქვეყნის კონსტიტუციიდან ამოეღოთ მითითებები ოჯახში ქალის როლებსა და მოვალეობებზე და ჩაენაცვლებინათ ის ახალი მუხლით, რომელიც მიუთითებდა, რომ ზრუნვა მიიჩნეოდა არა მხოლოდ დედის, არამედ სრული ოჯახის პასუხისმგებლობად. 

თუმცა, გაურკვევლობამ "სხვა გამძლე ურთიერთობების" იურიდიული განმარტების ირგვლივ კონსერვატორებს შორის მემკვიდრეობის უფლებების შესახებ შეშფოთება გამოიწვია. გარდა ამისა, მთავრობამ კრიტიკა მიიღო მემარცხენეებისგან იმის გამოც, რომ უარი თქვა, მოქალაქეთა კრებებისა და საპარლამენტო კომიტეტების მიერ რეკომენდებული უფრო მკაცრი ენა გამოეყენებინა ნაწილში "ქალები სახლში".  

რეფერენდუმის შედეგი ნიშნავს, რომ ძალაში რჩება ირლანდიის 1937 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, ოჯახის სტატუსი მხოლოდ დაქორწინებულ წყვილს ენიჭება, ხოლო ქალების საზოგადოებისთვის ღირებულება "სახლში მოვალეობების" შესრულებით განისაზღვრება.

კომენტარები