ჩოხატაური

ჩოხატაურში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეზე სექსუალურად იძალადა

ჩოხატაურში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეზე სექსუალურად იძალადა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც გუშინ, 22 ივლისს, სკოლის დირექტორმა TV პირველს უთხრა, შემთხვევა, სავარაუდოდ სკოლაში, კომპიუტერების ოთახში მოხდა, სადაც ისტორიის მასწავლებელი აბიტურიენტს ამზადებდა. 

"არასდროს სკოლაში მეცადინეობა არ ჩაუტარებია მას. სახლში ამზადებდა, მაგრამ იმ დღეს კომპიუტერების ოთახში ჰყავდაო. იქ მოხდაო, როგორც ამბობენ. ვიცი, რომ საქმე გამოძიებაშია. სისულელეა, რომ სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ეს არის კაცის ეტალონი. ბავშვი არაჩვეულებრივი... ბავშვი და მშობელი მოვიდა სკოლაში და მითხრეს, ასეთი ფაქტი იყო და არ დავინახოთ სკოლაში მოსულიო". - ამბობს სკოლის დირექტორი. 

შსს-ს ინფორმაციითგამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები