ჩოხატაური

გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

ტაბულა

გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონულმა სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა 1995 წელს დაბადებული პირი, რომელიც წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ბრალდებულმა სოფელ გოგოლისუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებული ა.ს-ს სხეულის დაზიანებები მიიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

 

კომენტარები