ჩოხატაურში სკოლის მოსწავლეზე მასწავლებელმა, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა.
როგორც სკოლის დირექტორი TV პირველთან ამბობს, შემთხვევა, სავარაუდოდ სკოლაში, კომპიუტერების ოთახში მოხდა, სადაც ისტორიის მასწავლებელი აბიტურიენტს ამზადებდა.
"არასდროს სკოლაში მეცადინეობა არ ჩაუტარებია მას. სახლში ამზადებდა, მაგრამ იმ დღეს კომპიუტერების ოთახში ჰყავდაო. იქ მოხდაო, როგორც ამბობენ. ვიცი, რომ საქმე გამოძიებაშია. სისულელეა, რომ სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ეს არის კაცის ეტალონი. ბავშვი არაჩვეულებრივი... ბავშვი და მშობელი მოვიდა სკოლაში და მითხრეს, ასეთი ფაქტი იყო და არ დავინახოთ სკოლაში მოსულიო". - ამბობს სკოლის დირექტორი.
ტაბულა ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.