ვაქცინაცია საქართველოში

NCDC: 15 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33% – კაცი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოსახლეობის 67% ქალია და 33% კაცი. 

ასევე, NCDC-ის ცნობით, 15 მარტიდან 15 ივლისამდე ქვეყანაში მოხმარებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 მოქალაქე, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394 ადამიანი.

ასევე, ასაკობრივ ჭრილში მინიმუმ ერთი დოზითა და სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის სიხშირე განსხვავებულია. ამ მხრივ ლიდერობს 70-74 ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ 65-69 ასაკია და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფი. 

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალიდან, 15 ივლისისათვის სულ აცრილია 16 486 მუშაკი.

ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

კომენტარები