ვაქცინაცია საქართველოში

ფაიზერის ვაქცინის 250 000 დოზა საქართველოშია, აცრები მიმდინარე კვირაში განახლდება

Getty Images

ფაიზერის ახალი დოზები საქართველოში ჩამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, ვაქცინა ჯერ ცენტრებში გადანაწილდება და აცრების პროცესი შემდეგ განახლდება.

"ერთი მილიონი დოზა ფაიზერი გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა, ახლა პირველი შემოტანაა, ამ დოზების 25%" - ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფაიზერით აცრის პროცესი მიმდინარე კვირაში განახლდება. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ვაქცინის ახალი დოზები კიდევ შემოვა და "წყვეტები არ იქნება".

ქვეყანაში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1 362 040 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 47.4%), ხოლო სრულად - 1 257 404 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 43.8%). ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 239 892 ადამიანს. 

გარდა ამისა, სრულად აცრილია 12-15 წლის მოზარდების 1.84%, ხოლო 16-17 წლის მოზარდების 13.76%.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 400 000-მდე დოზას ვადა 31 მარტს გაუვიდა.

კომენტარები