ვაქცინაცია საქართველოში

აზარაშვილი: Pfizer-ის ახალი დოზები ამ კვირაში გვექნება, რამდენიმე ათასი ვაქცინა გვიფუჭდება

საქართველოს მთავრობა / Facebook

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფაიზერის ვაქცინის ახალი დოზები საქართველოში მიმდინარე კვირაში შემოვა.

"ახალი ვაქცინები გვექნება უკვე მიმდინარე კვირაში, რაც შეეხება ძველ ნაშთებს, ეს ძველი ნაშთია ნაჩუქარი, თანხებში თუ მეკითხებით, ფინანსურად არ გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ და რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა. არ შემიძლია, დაგიდასტუროთ ზუსტი რიცხვი, არ ვიცი. თვის ბოლომდე აქვს ვადა და ყოველდღიური აცრები ისევ მიმდინარეობს" - ამბობს აზარაშვილი.

კომენტარები