რთველის სუბსიდირება

წინასაარჩევნოდ მთავრობა რთველის დაფინანსებას 100 მლნ ლარით ზრდის

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, რთველის დაფინანსება მიმდინარე წელს 100 მილიონი ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ისაუბრა.

"რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებას, აქ ზრდა არის საკმაოდ დიდი, 177 მილიონით არის გაზრდილი სამინისტროს დაფინანსება, ყველაზე დიდი წილი აქ უჭირავს რთველის დაფინანსებას, 100 მილიონი ლარით იზრდება რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები, რაც უშუალოდ წლევანდელი რთველის დაფინანსებაზე იქნება მიმართული, ხოლო 77 მილიონით იზრდება პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული", - თქვა გიორგი კაკაურიძემ.

დღეს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს.

 

კომენტარები