შარლ მიშელი საქართველოში

ჯაფარიძე: EU-ს ყველა ინსტრუმენტი აქვს, არ დაუშვას, რომ ოცნებამ შეთანხმებიდან გადაუხვიოს

ძალიან კარგი, შინაარსიანი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ მიშელთან. კიდევ ერთხელ ჩვენი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესი თანამდებობის პირმა დაადასტურა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას და ყველა იმ ნაბიჯს განახორციელებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ უმწვავესი რეგიონალური გამოწვევის ფონზე. ამავდროულად ჩვენ გვქონდა სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების და მისი შესრულების პროცესს. იყო აბსოლუტურად ღიად დემონსტრირებული, თუ როგორ არღვევს ქართული ოცნება შეთანხმებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში. ის რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა გადადებული... პრეზიდენტი მიშელი გააგრძელებს მის ჩართულობას ამ პროცესში, იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, უნდა განხორციელდეს, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას და რაც მთავარია, რეგიონალური გამოწვევის ფონზე, ამ შეთანხმების შესრულება არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 

ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი, იმისათვის რომ არ დაუშვას შეთანხმებიდან გადახვევა. სამწუხაროდ, ქართული ოცნების ნაბიჯები საფრთხეში აგდებს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობას, იმიტომ, რომ კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს ფინანსურ დახმარებას ჩვენი ქვეყნის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ, საბოლოო ჯამში, ქართული ოცნება იძულებული იქნება შეასრულოს ყველა პირობა. 

ამის შესახებ ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

კომენტარები