ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილი: სანქცირება უნდა დაიწყოს საერთაშორისო ბოროტმოქმედის, ივანიშვილის პერსონიდან 

სულ უფრო ძლიერდება ბრძოლა ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, რისი დასტურიც, დარწმუნებული ვარ, ასევე გახდება დღევანდელი საღამოს შეკრება რისხვის აქციაზე. პარალელურად, უფრო და უფრო მისაღები ხდება მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენს მიერ ლეიბორისტულ პარტიაში 9 წლის წინ წამოყენებული კონცეფცია ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირებაზე. რის გარეშეც, როგორც ყველამ დავინახეთ, ამ ბანდის ორგანიზებულ დამნაშავეთა მოცილება ძალიან რთულია და უკავშირდება სამოქალაქო დაპირისპირების პერსპექტივებს. დღეს უკვე აშშ-დან, ევროპიდან, მაღალ დონეზე, დიპლომატიურ რანგში, ისმის განცხადებები სანქციის დამუშავების თაობაზე, თუმცა აქაც საჭიროა ძალიან კონკრეტული მიდგომა და სანქციები უნდა დაიწყოს, აღიარებული საერთაშორისო ბოროტმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის პერსონიდან, რადგან სწორედ ის გახლავთ ქართული სახელმწიფოს შესყიდვის და მერე კრემლზე გადაყიდვის მთავარი ორგანიზატორი, ძალადობის მამა. სწორედ ის გახლავთ მოლდოვასა და აფხაზეთში სისხლიანი ომის სპონსორი, გენერალ ლებედის საშუალებით და სწორედ მის სინდისზეა, - თუ გააჩნია ასეთი, - ანგოლაში, სამოქალაქო ომისას დაღუპული ერთი მილიონი ადამიანი, რუსეთის მიერ გაყიდული აკრძალული იარაღის საშუალებით. მეტი საფუძველი სანქციებისათვის არც აშშ-ს და არც ევროპის კავშირს, არ შეიძლება ვინმეზე ჰქონდეს, თანამედროვე რუს ოლიგარქებს შორის, რომლებიც სანქცირებულები არიან. ამიტომ ჩვენ ვამზადებთ განახლებულ პაკეტს კრიმინალური პორტფელისა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და უახლოეს დღეებში სასწრაფო წესით წარვუდგენთ აშშ-ს მთავრობასა და ევროპის კავშირს.  

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე. 

კომენტარები