პრაიდის კვირეული

ევსაქები: პასუხი აგოს ყველა პოლიციელმა, ვინც არაჯეროვნად შეასრულა მოვალეობა 5 ივლისს

ევროპული საქართველოს წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სარჩელით მიმართეს და ყველა იმ სამართალდამცავის დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც 5 ივლისს არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი უფლებამოსილება და ვერ დაიცვეს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.

ევროპული საქართველოს წევრმა, ბესიკ დონაძემ აღნიშნა, რომ საჩივრის შეტანის შემდეგ, გენერალურ ინსპექციას ექნება სამართლებრივი ვალდებულება, დაიწყოს გამოძიება და მოახდინოს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, ვინც არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.

"ევროპული საქართველო სარჩელით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მიზნით იმ პოლიციელებზე, რომელთაც არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი უფლებამოსილება და 5 ივლისს არ აღკვეთეს ჟურნალისტებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები.

საჩივრის შეტანის შემდეგ გენერალურ ინსპექციას ექნება სამართლებრივი ვალდებულება, დაიწყოს გამოძიება. ჩვენ უწყებას მივაწვდით მასალას, რომელზეც აღბეჭდილია ის ფაქტები, რაც გავაჟღერეთ. ვითხოვთ, რომ მოახდინონ იმ პოლიციელების იდენტიფიცირება და დასაჯონ კანონის შესაბამისად". – თქვა ბესიკ დონაძემ.

გიორგი კანდელაკის თქმით, 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოახდინა ძალების მობილიზება, მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე არსებობდა ესკალაციის რისკი ძალადობრივი ჯგუფებისაგან.

"5 ივლისს ძალადობა თბილისის ცენტრში მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში, მრავალი საათის განმავლობაში და ამ კადრებზე ძალიან კარგად ჩანს, რომ პოლიციას აქვს მიღებული მითითება. მათ არაფერი უშლიდათ ხელს, პირველი ინციდენტები რომ მოხდა დილით, რომ უცებ მოეხდინათ ძალების მობილიზება, გამოეყვანათ საკმარისი ძალები, რათა აღკვეთილიყო 53 ჟურნალისტის ცემა და, რა თქმა უნდა, ბატონ ლაშქარავაზე თავდასხმა, რამაც შემდგომში გამოიწვია მისი გარდაცვალება.

ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა. არის მისაცემი პასუხისგებაში ის პირები, ვინც ჩანს, რომ განზრახ არ ასრულებს საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ მისცა მათ ამგვარი დანაშაულებრივი ბრძანება, ასეთ ბრძანებებს შსს-ში, რა თქმა უნდა, იძლევა მინისტრი, შემდეგ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ზემდგომი, პრემიერმინისტრი და რა თქმა უნდა, შს მინისტრი გომელაური უნდა მიეცეს პასუხისგებაში ამ დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის გამო". – ამბობს გიორგი კანდელაკი.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. 

6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. 

5 ივლისს პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა

თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები