ოპერატორის გარდაცვალება

მეუფე ნიკოლოზი: წაიკითხეთ ბიოლის წიგნი, როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი მკვლელობამდე

ყველა ჟურნალისტს მოვუწოდებ, წაიკითხოს წიგნი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, ჰაინრიხ ბიოლი, ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც თავის თავს რაც გადახდა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას აღწერა თავის რომანში, რომელსაც დაარქვა კატარინა ბლუმის შელახული ღირსება. როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი მკვლელობამდე. შეკითხვა ასეთია, თქვენ რომელიმეს ეს წიგნი წაკითხული გაქვთ? რომელიმეს, მითხარით. არა უშავს, თუ არ გაქვთ, სირცხვილი კი არ არის, უბრალოდ, წაიკითხეთ. ინტერნეტში არის ამის ქართული ვერსია. მე იმის თქმა მინდა, რომ თქვენ წაიკითხოთ წიგნი კატარინა ბლუმის შელახული ღირსება.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 5 ივლისს საპატრიარქოსა და ორკების მიერ დაორგანიზებულ კონტრაქციაზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს, მათგან ერთ-ერთი, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც სასტიკად სცემეს, 11 ივლისს გარდაიცვალა. 

კომენტარები