ოპერატორის გარდაცვალება

აპატურაი ლაშქარავაზე: მას შემდეგ, რაც ბრბომ სცემა, მისი გარდაცვალება შემაშფოთებელია

ქართველი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში მას ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის - მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიებში უმცირესობები დაცულია, მედია დაცულია, სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არცერთი ინსტიტუცია ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან.

დაწერა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

კომენტარები