კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე AstraZeneca-ზე: არაფერი გამქრალა და აღმოჩენილა, შიდა აუდიტი სწავლობს

NCDC

"არაფერი არ გამქრალა და არაფერი არ აღმოჩენილა". - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე AstraZeneca-თი ვაქცინაციის შეფერხებაზე. მისივე სიტყვებით, საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს.

"გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და, ზოგადად, იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა, სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას. დღეს გახლდნენ ჩვენთან პირველად. თვითონ აუდიტის სამსახური, რამდენიმე თვეა, ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს, ეს არის ე.წ. ყოველწლიური შესწავლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ შიდა აუდიტი დღეს დილით 10:00-ზე იყო ჩვენთან. მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია და ნახავენ. თუ ნახეს დანაკლისი, მერე ვილაპარაკოთ. არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ". - ამბობს გამყრელიძე. 

მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს. 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

"ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს". - თქვეს NCDC-ში, თუმცა ვერ ახსნეს, რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იყო. 

კომენტარები