სასამართლო კლანი

კრამონი მოსამართლეების დანიშვნაზე: "კლანური" სისტემა ანგრევს კანონის უზენაესობას

ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნის გამო. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, ამბიციური სასამართლო რეფორმა საკვანძო მნიშვნელობისაა და უკავშირდება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასაც საქართველოსთვის. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. "კლანური" სისტემა სასამართლოში ანგრევს კანონის უზენაესობას!

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში დასანიშნად წარდგენილი 9 კანდიდატის მხარდაჭერას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება განცხადებით შეაფასეს NGO-ებმა, სადაც წერია, რომ საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. 

კომენტარები