ქართული ოცნება

თალაკვაძე: კობახიძეს მოუწია აეხსნა, რატომ არ არის გახარია ქართული ოცნების პროექტი

რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარიამ, როგორც პრემიერმინისტრმა, იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გუნდისთვის არ იყო მისაღები, ძალიან რთულ მომენტში დატოვა გუნდი და პრემიერმინისტრის თანამდებობა. სწორედ ამაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების სახელით, როგორც პარტიის თავმჯდომარე. მთელი ამ 10 დღის განმავლობაში მას მოუწია აეხსნა ხალხისთვის კიდევ უფრო მეტად და  დეტალურად, რატომ არ არის იორგი გახარია ქართული ოცნების პროექტი. 

დღეს რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარია არის ნამდვილად ოპოზიციაში, მას აქვს ახლად შექმნილი ოპოზიციური პარტია, ძალიან სერიოზულ კონკურენციაშია ოპოზიციურ პარტიებს შორის. ის მოლოდინები, რაც ჰქონდათ მის გარშემო მყოფ ადამიანებს პირველ დღეებში, ვფიქრობ, დღეს ცოტა დაკორექტირებულია. ვფიქრობ, ჟურნალისტებისთვის შესამჩნევია, სხვა მოცემულობა გვქონდა, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერების ნაწილსაც კი ეგონა, რომ ის იყო ქართული ოცნების ალტერნატიული პროექტი, ჩვენივე დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი და დღევანდელი რეალობა, როცა მთელმა საზოგადოებამ ნათლად გაიგო, რომ, რაც მოხდა, მართლაც მოხდა და ის გადაწყვეტილება რაც გიორგი გახარიამ მიიღო, ჩვენთვის იყო ნამდვილად მიუღებელი და გაუგებარი.

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

გუშინ, 14 ივნისს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე თქვა, რომ მას ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან პარტნიორობის მერკანტილური მიზეზი ჰქონდა. კოაბახიძე ასევე ეჭვობს, რომ 20 ივნისს გახარიას ქმედებები სააკაშვილთან იყო დაკავშირებული და "დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან".

კომენტარები