რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას – ვინც ერკვევა, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული: რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი [გიორგი გახარია]. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. ეს იყო პირველი ნიშანი. მეორე - რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები.
tbl.ge/5ky3
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ეთერში.
ამავე თემაზე
- კობახიძე ფილფანს: გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში
- მაჭარაშვილი: 20 ივნისს გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამებოდა
- სალია 20 ივნისზე: გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო
- სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა
- სააპელაციომ შსს-ს გიორგი სულაშვილისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა დააკისრა – საია




