აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

ხორცის კომპანია JBS-მა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით $11 მილიონის ბიტკოინი გადაუხადა

მსოფლიოს უმსხვილესმა ხორცის მწარმოებელმა კომპანია JBS-მა ჰაკერების ჯგუფს გამოსასყიდის სახით 11 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადაუხადა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ ჰაკერებმა კომპიუტერული ვირუსი შეაჩერეს და JBS-ს სისტემასთან წვდომის შესაძლებლობა დაუბრუნეს. 

თავდასხმის უკან რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერულ ჯგუფი REvil დგას. 

JBS-ის კომპიუტერულ სისტემაზე თავდასხმამ ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკაში კომპანიის საქმიანობის დროებით შეჩერება გამოიწვია. თავდასხმამ ათასობით თანამშრომლებზე იქონია გავლენა

JBS-ის მსოფლიოში ხორცის ყველაზე დიდი მომწოდებელია. ის 15 მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მსოფლიოს მასშტაბით 150 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია 1953 წელს ბრაზილიაში ხოსე ბატისტა სობრინომ დააფუძნა. აშშ-ში JBS-ი ქვეყანაში საქონლის ხორცის პროდუქტების მეოთხედსა და ღორის ხორცის პროდუქტების მეხუთედს აწარმოებს.

კრიპტოვალუტა ჰაკერებისა და კრიმინალების რჩეული გადახდის საშუალებაა, რომელიც მათ შეტევის შედარებით უსაფრთხოდ განხორციელების საშუალებას აძლევს, რაც ბიტკოინის ანონიმურობითა და სქელის კრიპტოგრაფიული დაცულობითაა განპირობებული.

ისეთი კიბერთავდასხმის დროს, როდესაც ჰაკერები გამოსასყიდს ითხოვენ, როგორც წესი, ჰაკერული ჯგუფი კომპანიებს ემუქრება, რომ მისი მუშაობისთვის საჭირო და აუცილებელ მონაცემებს წაშლის ან სენსიტიურ ინფორმაციას გაასაჯაროებს.

გასულ თვეში მსგავსი ჰაკერული თავდასხმა მოხდა აშშ-ს უდიდეს მილსადენზე, რის შედეგადაც ქვეყანაში რამდენიმე დღის მანძილზე საწვავის მიწოდება სერიოზულად იყო შეფერხებული, გაიზარდა საწვავის ფასებიც. ამ თავდასხმასაც რუსეთში მყოფ ჰაკერულ ჯგუფთან, DarkSide-თან, აკავშირებდნენ.

მილსადენის კომპანიამ, Colonial Pipeline-მა საბოლოოდ 5 მილიონ დოლარიანი გამოსასყიდი გადაიხადა.

FBI-მ კოლონიური მილსადენის ჰაკერებისთვის გამოსასყიდის სახით გადახდილი $5 მილიონის ღირებულების ბიტკოინიდან $2.3 მილიონი უკან დაიბრუნა

აშშ-ს მთავრობის რეკომენდაციაა, კომპანიებმა მსგავს შემთხვევებში გამოსასყიდი არ გადაიხადონ, რადგან ამან შეიძლება მომავალში მსგავსი თავდასხმები წაახალისოს.

 

კომენტარები