აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

მსოფლიოში ხორცის ყველაზე დიდი მომწოდებელი კომპანია ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა

GETTY IMAGES

მსოფლიოში ხორცის ყველაზე დიდი მომწოდებელი კომპანია JBS-ი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია მიიჩნევს, რომ თავდასხმის უკან რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი დგას.

JBS-ის კომპიუტერულ სისტემაზე თავდასხმამ ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკაში კომპანიის საქმიანობის დროებით შეჩერება გამოიწვია. თავდასხმამ ათასობით თანამშრომლებზე იქონია გავლენა.

თავდასხმას FBI-ი იძიებს.​ ჰაკერული ჯგუფი კომპანიისგან გამოსასყიდს ითხოვს.

"JSB-მ თეთრ სახლს შეატყობინა, რომ გამოსასყიდის მოთხოვნა კრიმინალური ორგანიზაციისგან მიიღო, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია დაფუძნებული. საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლი პირდაპირ დაუკავშირდა რუსეთის მთავრობას და ვამცნეთ, რომ პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოები არ იფარებენ დამნაშავეებს". – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პირემა.

კიბერთავდასხმის შედეგად, შესაძლოა, შეფერხდეს ბაზარზე ხორცის მიწოდება და პროდუქციის ფასების ზრდა.

JBS-ის მსოფლიოში ხორცის ყველაზე დიდი მომწოდებელია. ის 15 მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მსოფლიოს მასშტაბით 150 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია 1953 წელს ბრაზილიაში ხოსე ბატისტა სობრინომ დააფუძნა. აშშ-ში JBS-ი ქვეყანაში საქონლის ხორცის პროდუქტების მეოთხედსა და ღორის ხორცის პროდუქტების მეხუთედს აწარმოებს.

კომპანია აცხადებს, რომ ძირითადად გადაჭრეს კიბერთავდასხმით გამოწვეული პრობლემები და იმედოვნებენ, ოთხშაბათს მისი ობიექტების უმეტესობა მუშაობას აღადგენს.

კომპანიამ ორშაბათს ყველა იმ სისტემის მუშაობა შეაჩერა, რომელსაც თავდასხმა შეეხო. კიბერთავდასხმა კომპანიის სათადარიგო სერვერებს არ შეხებია.

საკვები პროდუქტების თანამედროვე კომპანიები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული კომპიუტერულ სისტემებზე. კომპიუტერული სისტემები წარმოების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად არიან ჩართული, მათ შორის უშუალოდ მიწოდების პროცესში და გადახდების ნაწილში.

ისეთი კიბერთავდასხმის დროს, როდესაც ჰაკერები გამოსასყიდს ითხოვენ, როგორც წესი, ჰაკერული ჯგუფი კომპანიებს ემუქრება, რომ მისი მუშაობისთვის საჭირო და აუცილებელ მონაცემებს წაშლის ან სენსიტიურ ინფორმაციას გაასაჯაროებს.

გასულ თვეში მსგავსი ჰაკერული თავდასხმა მოხდა აშშ-ს უდიდეს მილასედენზე, რის შედეგადაც ქვეყანაში რამდენიმე დღის მანძილზე საწვავის მიწოდება სერიოზულად იყო შეფერხებული, გაიზარდა საწვავის ფასებიც. ამ თავდასხმასაც რუსეთში მყოფ ჰაკერულ ჯგუფთან აკავშირებდნენ. მილსადენის კომპანიამ, Colonial Pipeline-მა საბოლოოდ რამდენიმე მილიონ დოლარიანი გამოსასყიდი გადაიხადა. აშშ-ს მთავრობის რეკომენდაციაა, კომპანიებმა მსგავს შემთხვევებში გამოსასყიდი არ გადაიხადონ, რადგან ამან შეიძლება მომავალში მსგავსი თავდასხმები წაახალისოს.

კომენტარები