ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ივლისი-ოქტომბერში საქართველო 3 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას მიიღებს

ივლისიდან იმისათვის, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, დაგვჭირდება 20-25 ათასამდე აცრა - ამისათვის ვემზადებით ჩვენ. დიდი ალბათობით, გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ივლისი-აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი საქართველო მიიღებს დაახლოებით 3 200 000 -ზე მეტ ვაქცინას. ანუ, ჩვენ შეგვეძლება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მე გეუბნებოდით,რომ მასობრივი ვაქცინაციას დავიწყებდით მაშინ, როდესაც საწყობში გვექნებოდა ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინატო საბჭოზე.

კომენტარები