ნინოწმინდა

ვაშაძე ნინოწმინდაზე: პატივს ვცემთ ტრადიციებს, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს

ტაბულა

"ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციულ ღირებულებებს, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და ამ მიმართულებით პრეფერენცია და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის". – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენეზე ისაუბრა.


ვაშაძის თქმით, ბავშვთა პანსიონის გარშემო მოვლენები სუსტი ხელისუფლების ნიშანია, ხოლო საზედამხედველო ორგანოებს უნდა მიეცეთ პანსიონში მცხოვრები ბავშვების აღზრდის პროცესის მონიტორინგის საშუალება.


"ნინოწმინდაში ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის ნიშანი, რომ სინამდვილეში ჩვენ  გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რაც პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით ვრცელდება. დაუყონებლივ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზედამხედველო ორგანოებს
პანსიონში მცხოვრები 50-ზე მეტი ბავშვის აღზრდის პროცესის სრულფასოვანი მონიტორინგის. ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციულ ღირებულებებს, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და ამ მიმართულებით პრეფერენცია და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის". – თქვა ვაშაძემ
 

გუშინ, 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფ ლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები