26 მაისი

დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების გამო 22-27 მაისს თავისუფლების მოედანი გადაიკეტება

მარიამ ნიკურაძე/OC Media

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.

მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება.

რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან
გამომდინარე, 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

კომენტარები