რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთს პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტექსტურად პირველად განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში აშშ ნეიტრალური შუამავალი აღარ არის და უკრაინას დაეხმარება.

"უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-მ პირველად განაცხადა ტექსტურად, რომ ნეიტრალური შუამავლები აღარ არიან და რომ ისინი, ჩვენთან ერთად, მხარს დაუჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სამხედრო და ენერგეტიკული კუთხით დახმარებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს." – აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა სამიტის ბოლოს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის თავისუფლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი "ურყევი მხარდაჭერა" გამოხატეს. 

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ომში უკრაინის "ახალი იმპულსის" მხარდასაჭერად კიევს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობებითა და სხვა ტიპის საბრძოლო მასალებით გააძლიერებენ, ხოლო ხოლო რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას გაზრდიან.

მაკრონის თქმით, ის, რაც ბოლო დღეებში უკრაინასთან დაკავშირებით მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია: "18 თვის განმავლობაში პირველად დიდი შვიდეულის ყველა წევრმა ერთობლივ ტექსტს მოაწერა ხელი და ამერიკელებმა, ჩვენთან ერთად, დაადასტურეს მათი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ." – განმარტა მან.

"მათ აიღეს ვალდებულება, რომ უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკული კუთხით დაეხმარებიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებენ და იმავე გზას მიჰყვებიან, რასაც ჩვენ." – განაცხადა საფრანგეთი პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მოკავშირეები ამ საერთო პოზიციას ანკარაში NATO-ს სამიტზე განამტკიცებენ. ამასთან, 13 ივლისს მსურველთა კოალიცია განიხილავს უკრაინის დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს.

კომენტარები