პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: თუ ბაქრაძე გამოასწორებს საქციელს და დატოვებს პარლამენტს, იქნება წესიერი საქციელი

მან საჯაროდ თქვა პარტიის წინაშე, რომ არახელსაყრელი შედეგის შემთხვევაში ის არ შევიდოდა პარლამენტში. ეს მან თქვა საჯაროდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ძალიან არაკორექტულად და პოლიტიკურად უპატიოსნოდ მოიქცა. ეს პოლიტსაბჭოზე განაცხადა და შემდეგ საჯაროდაც დაადასტურა პოსტფაქტუმ, როცა პარტიული პოლიტიკიდან წავედიო, თქვა, რომ მე არც შევდიოდი პარლამენტში ცუდი შედეგის გამო, ანუ ეს საიდუმლო არავისთვის არ არის.

ძალიან ცუდია, მე მრცხვენია კიდევაც, თუ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები ასე მინიმალურად არ დაიცავენ იმ სტანდარტს, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით.

ჯერჯერობით, ვერ ვხედავ წინაპირობას, თუ შევცდები და ის გამოასწორებს ამ თავის საქციელს და დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება წესიერი საქციელი.

უცნაური იყო, თუ ხელს აწერ შეთანხმებას, იმ შეთანხმების ნაწილი იყო მაშინვე შესვლა პარლამენტში

უთხრა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ს. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ევროკავშირის მედიაციით შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოაწერა. დავით ბაქრაძე, რომელიც ამბობდა, რომ პარლამენტში მას შემდეგ მივიდოდა, რაც ყველა პრობლემური საკითხი გადაწყდებოდა, საპარლამენტო მუშაობაში უკვე ჩაერთო. 

კომენტარები