პოლიტიკური კრიზისი

ოხანაშვილი: გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან

გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ. იქ, სადაც პარლამენტი ლეგიტიმურია და აღიარებულია, ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მიერ, ასეთ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ პარტიებს ელემენტარულ დემოკრატიულ პრინციპებზე აქვთ ამბიცია, მაშინ ისინი შედიან, მუშაობენ და ამით აღიარებენ კიდეც. 

დღეს, პრაქტიკულად, მართალია, ირიბად, მაგრამ მთლიანობაში რეალურად, ფრაქციის შექმნით კიდევ ერთხელ აღიარებულ იქნა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაცია

ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი. გუშინ, 13 მაისს, სალომე სამადაშვილმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა  შავგულიძემ ლელოსთან ერთად შექმნეს ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის.

კომენტარები