პოლიტიკური კრიზისი

ჩიტიძე: სადაც ხარკიც გადაიხადა EU-მ, რა დაშავდებოდა თუ ამ ვერსიას ხელი არ მოეწერებოდა?

საინტერესოა, რას ფიქრობს ის ხალხი, ვინც უპირობოდ ეთანხმებოდა მიშელის დოკუმენტის ამ ვერსიის ხელმოწერას.

განიმუხტა კრიზისი? რამე უკეთესობას გრძნობთ პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით? ტელევიზორი ჩართულია და ბადრი ჯაფარიძის კომენტარი მესმის, ვერც კი წარმოვიდგენდი, ოცნება თუ სათავისოდ გამოიყენებდა ამ ტექსტს და ჯალათებზე გაავრცელდებდა ამნისტიასო.

ჰოდა, სადაც ხარკიც კი გადაიხადა ევროკავშირმა, ამ გადასახედიდან, რა დაშავდებოდა თუ ამ ვერსიას ხელი არ მოეწერებოდა? რატომ იქნებოდა ეს უარესი სიტუაცია? უფრო გლეხურად რომ ვთქვათ, რატომ ვერ "მიაწვებოდა" ოპოზიცია ბოლომდე? რა, ხარკის გაღებაზე უფრო შეურაცხმყოფელი იქნებოდა ევროკავშირისთვის რომ ოპოზიციისთვის დაეთმო?

ცივ გონებაზე თუ შეხედავ, ხელმომწერები ან პოლიტიკურად ძალიან უმწიფრები არიან, ან რამე სხვა, პარტიკულარული ინტერესი ამოძრავებდათ. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, როცა დღესაც ამართლებენ საკუთარ გადაწყვეტილებას

წერს იურისტი გიორგი ჩიტიძე. ევროკავშირმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.

კომენტარები