პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ნაციონალურ მოძრაობას არაერთხელ ვყავარ გადაგდებული

ნაცმოძრაობა ჩვეულებრივ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. არაერთხელ ვყავარ მე გადაგდებული, არაერთხელ ჰყავს სხვა ოპოზიციური პარტნიორები. 

საერთო მიზანი მქონდა – ბოიკოტი. ამ შემთხვევაშიც, როცა ჩვენი გზები გაიყო ხელმოწერასთან დაკავშირებით, საერთო ჩათში მე დავუწერე მთელი პოლიტიკური სპექტრის წინაშე, კობა ნაყოფიები, ისინი-ესენი არიან იქ, ვუთხარი, რომ მეგობრებო, განსხვავებული პოზიციის კრიტიკა - კი ბატონო, ოღონდ იყოს ეს ჩარჩოებში და ნუ გადმოხვალთ ლანძღვა-გინებაზე. მოგვიწევს შემდეგ პასუხის გაცემა და რა გააკეთეს? 264 მარტო ტროლი მყავს დარეპორტებული ახლა, რომელიც შემომასიეს ჩემს ექაუნთზე.

​ტიპები გეუბნებიან თან დამიჭირეო მხარი მერობის არჩევნებში, თან უნდა გლანძღოო. რანაირად გამოდის ეს ამბავი?!

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ PalitraNews-ის ეთერში. 

კომენტარები