პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: რა სამწუხაროა, ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ ერთ ადგილზე საუბრობს

"რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს". - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

გუშინ, 5 მაისს, ხატია დეკანოიძემ ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია მოინახულა: "წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულე. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების ქართულ ოცნებას. გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე". - წერს ხატია დეკანოიძე

გუშინ, 5 მაისს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავარის ეთერში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიას გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი თავმჯდომარე პოლიტიკური პატიმრობისგან დაიხსნას 

კომენტარები