პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ზოგიერთი ოპოზიციის წევრის დღის წესრიგი აცდენილია მოქალაქეების დღის წესრიგს

უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. უმძიმეს დღეში არის ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, ამიტომ საპარლამენტო ოპოზიცია ძალიან მალე უნდა გადაეწყოს იმ დღის წესრიგზე, რა დღის წესრიგიც დღეს აქვს საქართველოს მოქალაქეს. ვშიშობ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის დღის წესრიგი არის აცდენილი ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.

ვგულისხმობ ყველას, ვინც შიდა ოპოზიციურ განხეთქილებაზე ხარჯავს დროს და ვინც ვერ ხვდება, რომ ამ შეთანხმების წარმატება არის დღეს ყველას ინტერესში, ვისაც სურს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ვისაც სურს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და რეალობა შეიცვალოს უკეთესობისკენ, რაც შეიძლება სწრაფად

ამის შესახებ ენმ-ს ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა, Palitranews-ის ეთერში ისაუბრა. 

კომენტარები