პოლიტიკური კრიზისი

ბოკუჩავა ამნისტიაზე: ამიტომაა საჭირო, შეთანხმებაზე ხელმოწერამდე ყველა დეტალი გაიწეროს

როდესაც ოპოზიციონერი კოლეგები ამბობენ, რომ მოგვიწევს ბრძოლა პრაქტიკულად შეთანხმების ყველა მუხლზე, ამაში ვეთანხმები მათ, იმიტომ, რომ ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაცია მოახდინოს სათავისოდ, უხეშად რომ ვთქვათ. მოლაპარაკებებში ყველას მიგვიღია მონაწილეობა, მე, მაგალითად, რუსეთთანაც ვმჯდარვარ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ აბსოლუტურად ყველა დეტალი, სანამ დათანხმდები დოკუმენტს და სანამ მას ხელს მოაწერ, გაიწეროს. და ახლა, როდესაც ერთი კვირაა გასული ხელმოწერიდან და უკვე, როგორც ჩანს, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, საკმაოდ რადიკალური, იმ დონეზე რადიკალური, რომ ორი სხვადასხვა კანონპროექტის დარეგისტრირება ხდება პარლამენტში ამნისტიასთან დაკავშირებით, რომელიც ალბათ, ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ძალიან კონტრავერსიული იქნებოდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სამწუხაროა

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ TV პირველის ეთერში ისაუბრა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან.

კომენტარები