პოლიტიკური კრიზისი

ოხანაშვილი: არ შეიძლება, გავავრცელოთ ამნისტია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე

ამნისტია გავრცელდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული, ასევე ეს შეეხება, როგორც დანაშაულის მომზადებას, ისე მცდელობას. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ასევე შეეხება პირობით მსჯავრს. არ შეიძლება გავავრცელოთ ამნისტია წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. ეს პუნქტიც ჩადებულია ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან.

კომენტარები