პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი რურუაზე: სკეპტიკოსები, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ, იმედია, შეცდომას მიხვდებიან

პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი, გასული დღეების მანძილზე, ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებმაც მივიღეთ, მე ვფიქრობ, ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, როდესაც ისინი ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ უკვე წელიწადნახევარია, მართლაც იქნება გათავისუფლებული. ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელია, ასევე რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ საერთოდ დავხუროთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა

ამბობს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი. გიორგი რურუა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 

კომენტარები