რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელია. როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. ეს რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა მე არ ვიცი. ვინ სად წაიკითხა ასეთი რამე? მე მინდა, დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ეგ ყველაფერი, აუცილებლად მოწესრიგდება...
tbl.ge/5ivk
დაკოპირდა
ამბობს ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე. 25 აპრილს, სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე ჩავიდა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
ამავე თემაზე
- მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის დროს "30 ვერცხლი" ესროლეს
- მარტვილში განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მრევლი მეუფე სტეფანეს შეძახილებით დახვდნენ
- არქიმანდრიტი: ომბუდსმენმა მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია ადამიანის უფლებები
- დაპირისპირება სალხინოს მონასტერთან, სავარუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი
- მეუფე სტეფანე სალხინოს მონასტერზე: ღმერთმა მოგვცა ძალა ავაზაკებისგან გათავისუფლებულიყო