2021 წელს გარდაცვლილები

57 წლის ასაკში ჰიპ-ჰოპის ლეგენდა Shock G გარდაიცვალა

Black Doctor

57 წლის ასაკში ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი და პროდიუსერი, კოლექტივ Digital Underground-ის წევრი, გრეგორი ჯეიკობსი, იგივე Shock G გარდაიცვალა. მუსიკოსი ტამპას ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს, სიკვილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, პოლიციის განცხადებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

1987 წელს ჯეიკობსმა რამდენიმე რეპერთან ერთად ლეგენდარული კოლექტივი Digital Underground დააფუძნა. ბენდმა გამოსცა ისეთი ჰიტები , როგორებიცაა The Humpty Dance, Doowutchyalike. სიმღერა The Same Song-ზე მუშაობისას ჯგუფს ახალგაზრდა რეპერი, თუფაქ შაკური(2 Pac) შეუერთდა. 

Digital Underground-ის დაშლის შემდეგ ჯეიკობსმა პროდიუსერობას მიჰყო ხელი. ყოფილმა თანაბენდელმა, 2 Pac-მა მისი დახმარებით გამოსცა პირველი ჰიტი (I Get Around) და პირველი ალბომი (2Pacalypse now).

კომენტარები