ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან და მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდებოდა კომუნიკაცია, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი პარტნიორები, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. სახ.დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ რა დევს სასწორზე - ეს არის ქვეყნის ბედი და ქვეყნის მომავალი, პირველ რიგში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ელოდება დღეს ჩვენი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, რომ გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე და ასევე, რასაც ელოდებიან ჩვენი პარტნიორები. ევროპა და ამერიკა არიან ჩვენი მეგობრები, მათი მოლოდინია, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. ყველა რაუნდის წინ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და ვამატებდი, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. კიდევ ერთი შანსია დღეს, რომ შევძლოთ შეთანხმება. ცვლილებები მოსალოდნელია იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლო მოლაპარაკებების დროს დაიდო, რაზეც ვერ შევთანხმდით, დღეს უკვე გვესმის და ვიცით, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზამდე შესაძლებელია ვისაუბროთ, ქართული ოცნების განცხადებიდან გამომდინარე და ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრების ასეთი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები.
tbl.ge/5iio
დაკოპირდა
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა