მეწყერი

გოდოლაძე მეწყერზე: რაც ახლა კეთდება, გერმანელების იდეა არასდროს ყოფილა

რაც შეეხება გერმანელების ჩართულობას, რაც ახლა კეთდება გერმანელების იდეა არასდროს ყოფილა. მათ ეს ინტერვიუშიც განაცხადეს და ჩვენთან საუბარშიც, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და თხოვოთ ამ ინფორმაციის დადასტურება. როცა კომპანიას ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა ნახაზი, დასკვნა, რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება მსგავსი სამუშაოების წარმოებისა, ფაქტობრივად, ერთი ფურცელიც ვერ გვანახეს დაწერილი, Zoom-ით მოხდა ყველაფრის კოორდინაციაო. ასეთი სიტუაციია დღეს. ჩვენ იქედან აპარატურა მოვხსენით იმიტომ, რომ უკვე ზიანდებოდა, არავინ არაფერს გვეკითხება. 

მოძრაობა არის, როდესაც ვაკვირდებით კონკრეტულ დაკვირვების წერტილებში და არის ხელშეუხებელი აპარატურით დაკვირვებისას. ხელშეუხებელი კიარა, დადგნენ და ყველა ეს წერტილი ტრაქტორებით მოშალეს, ფაქტობრივად, სახე, რაც ამ მეწყერს ჰქონდა და რასაც ვაკვირდებოდით, წაიშალა...

თქვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძემ მაჭავარიანის მეწყერთან დაკავშირებით.

კომენტარები