პოლიტიკური კრიზისი

კონტრაქცია აჭარაში – ენმ-ის ოფისთან ქართული ოცნების მხარდამჭერების აქცია გაიმართა

მთავარი არხი

ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ქართული ოცნების მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 3 აპრილს კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას, მმართველი პარტიის ლიდერის, გია ვოლსკისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მისი გამოსახულებით სტიკერების გაკვრას აპროტესტებედნენ.

"პარლამენტის წევრს აგინეს დედა გუშინ, ჩაიარეს ქუჩაში. არა მხოლოდ გია ვოლსკის, გუშინ მოვიდნენ ჩვენთან შტაბში, გააკრეს სტიკერები. კომენდანტის საათის დარღვევა იყო, ჩაიარეს ქუჩებში გინებით". – თქვა ერთ-ერთმა მონაწილემ კონტრაქციის მიზეზებზე საუბრისას. 

ქართული ოცნების მხარდაჭერები ენმ-ის ოფისთან ცოცხებით და სტიკერებით მივიდნენ. მათ ცოცხებზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და აქტივისტების გამოსახულებები ჰქონდათ დაკრული. 

2 აპრილს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ მმართველი პარტიის შენობაში შესვლამდე აქტივისტებს ხელით უხამსი ჟესტი აჩვენა. 

3 აპრილს ბათუმში თბილისის აქციის პარალელურად დაწესებული შეზღუდვების დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა, რა დროსაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში პოლიცია შეიჭრასირცხვილიას ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

კომენტარები