ვლადიმირ პოზნერი

მარიონეტული რეჟიმი პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟება

ვლადიმირ პოზნერი

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ, რუსეთის პროპაგანდისტ ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და ის აფხაზეთში მიიპატიჟა. 

გარდა ამისა, ბჟანიამ 31 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ ე.წ. კავკასიელებმა მრავალსაუკუნოვანი სტუმარმასპინძლობის ტრადიცია დაარღვიეს. 

"პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, სულითა და გულით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ და თქვენს ახლობლებს ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ. 

შეშფოთებული ვართ იმ სიტუაციით, რომელიც თბილისში თქვენი ვიზიტის დროს განვითარდა. 
მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელების ქმედებამ, რომლებმაც დაარღვიეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. 

პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში ყოველთვის გელიან. გეპატიჟებით, გვეწვიოთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს". – თქვა ასლან ბჟანიამ. 


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვინ არის ვლადიმირ პოზნერი წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები