ვლადიმირ პოზნერი

ხვიჩია: ოპოზიციამ, ვერაფერზე ვერ ვაგდებთ ხალხს, ამიტომ გავრილოვივით, პოზნერზე ავაგდოთო

ამ დროს [გავრილოვის ვიზიტი], ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ოპოზიციურმა ძირითადად, რომ ვერაფერ თემაზე ვერ ვაგდებთ ხალხს, ამიტომ უნდა ავაგდოთ გავრილოვის თემაზე. იმაზე ავარდნენ, ფიზიკურად. და რატომღაც მოინდომეს გუშინ ჩემი აზრით, რომ ადამიანებისთვის შეესაღებინათ, რომ ეს იყო გავრილოვი, ოღონდ გავრილოვისგან განსხვავება ის იყო, რომ გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის თავჯდომარის სკამზე, თორე გავრილოვი მანამდე ერთი კვირა იყო აქ და ფეხებზე ეკიდა ყველას გავრილოვი ჩამოვიდა, თუ არ ჩამოვიდა. ხალხი აღაშფოთა არა იმან, რომ გავრილოვი შემოვუშვით ქვეყანაში, არამედ იმან, რომ პარლამენტის თავჯდომარის სკამში აღმოჩნდა. წარმოიდგინე, რომ ზუსტად ეგ სცადა გუშინ, საბოლოო ჯამში, გასაგებია ვინც აორგანიზებდა ამ ამბავს. ეს სცადა, რომ ქოცებისთვის მოეწყოთ გავრილოვი, ოღონდ გავრილოვის გარეშე. [...] კაცი ჩამოვიდა 50 სტუმართან ერთად და მივუვარდით, იმიტომ, რომ შიდა პოლიტიკური ამბების მოგვარება გვინდოდა.

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დაუჯერებელ ამბებში რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. 

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვინ არის ვლადიმირ პოზნერი წაიკითხეთ - აქ

კომენტარები