ვლადიმირ პოზნერი

ინჯია: პოზნერი შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა

გუშინ მოხდა ამაზრზენი ფაქტი, ვინ არის პოზნერი? პოზნერი არის ამერიკის, საფრანგეთის,ისრაელის და რუსეთის მოქალაქე. ჩემი აზრით, ის შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები, რომლებიც არიან აქ, საქართველოში. მის უკან დგას რუსეთის გარკვეული წრე. ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს გავრილოვი, ეს იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე. რამ გამოიწვია ეს, საიდან მოდის? ეს მოდის 2003 წლიდან. მაშინ, როდესაც როგორც კი მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, გადაკეტა გზები აფხაზეთში. ერგნეთის ბაზრობიდან სამაჩაბლოში ქართული ლარი მუშაობდა. ლარი მოქმედებდა და ლარი იყო იქ მისაღები. ეს ყველაფერი გააკეთა, რათა მიეღო ფინანსური მოგება. რა ფინანსური მოგება ჰქონდა, ეს უკვე გამოჩნდა 2008 წელს.

როდესაც ეს მთავრობა მოვიდა, შეძლო, არ ყოფილიყო ომი, შეძლო უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, შეძლო თავისუფალი ვაჭრობა. ეს მათ არ აწყობდათ. აქედან გამომდინარე, ზუსტად მათ მოაწყვეს 2019 წელს, რომ ეკონომიკურად დაზარალებულიყო საქართველო. დღესაც ახლა, რაც მოხდა, ეს არის გაგრძელება 2008 წლის, 2019 წლის, რომ ეკონომიურად როგორმე საქართველო დაინგრეს. სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ.

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

კომენტარები