ვლადიმირ პოზნერი

ბოკერია: მთავრობა მზადაა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის მტრების საქმე აკეთოს

ყველა ამ ადამიანის [პოზნერი და მისი სტუმრები] შემოშვება და შემდეგ, რაც მთავარია პრივილეგიების მინიჭება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე უფრო წინ მათი დაყენება და  ესკორტებით გაცილება, ეს არის სახე ივანიშვილის რეჟიმის, რომ ისინი არ არიან ჩვენი მოქალაქეების სამსახურში, ისინი არიან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში და ამისათვის მზად არიან ქვეყნის მტრების საქმე აკეთონ ყველა ფრონტზე, წვრილმანიდან დაწყებული, მსხვილმანით გაგრძელებული.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვინ არის ვლადიმირ პოზნერი წაიკითხეთ - აქ

კომენტარები