რაგბი

ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 28:17 დაამარცხეს

28 მარტს საქართველოს რაგბის ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა. ბორჯღალსნებმა მოწინააღმდეგე დაამარცხეს ანგარიშით 28:17. საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასი მოიპოვა. 

ეს თასი 2002 წლიდან თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. თასს სახელი ეწოდა რუმინეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მწიგნობრის ანთიმოზ ივერიელის პატივსაცემად.

რუმინეთთან შეხვედრა 2021 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი იყო, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია.

მატჩზე დასწრებას გულშემატკივრების მესამედმა შეძლო.

2018, 2019 და 2020 წლების ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებს რუმინეთის ნაკრები დამარცხებული ჰყავს ანგარიშით  25-16, 9-18, 41-13.

კომენტარები