პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: როგორ მივალთ ვადამდელამდე, აქ შესაძლოა კომპრომისისთვის სივრცე არსებობდეს

ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, თუ როგორ მივა ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე, ამ საკითხზე, შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე.  მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მზად არის, ჩაერთოს ნებისმიერ მოლაპარაკებაში.  

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კომპრომისისთვის მზად ვართ. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ყოველგვარი პირობების გარეშე, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში. რაც შეეხება სხვა საკითხებზე კომპრომისებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება იმას, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ, შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი კომპრომისისთვის. იმედი მაქვს, ქართული ოცნება გადახედავს საკუთარ პოზიციებს და იმ განწყობით არ მოვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს, როგორც ეს დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს მოხდა".- ამბობს სამადაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ უშლის.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში რამდენიმე დღეში მეორედ ჩამოვა. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა. თუმცა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები