პოლიტიკური კრიზისი

მელია: ოპოზიციისადმი კრიტიკა ხშირად დაუმსახურებელია, მხარდაჭერა სჭირდებათ

უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნებისგან არავინ აღარ ველით კონსტრუქციულობას. ისინი არიან პუტინის მეკობრეები, რომლებიც აუცილებლად თავიანთი პუტინის გემის ჩაძირვაზეც წავლენ სიამოვნებით, თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალიან მობილიზებულები და ამ შემთხვევაში ეს გემი არის საქართველო. ოპოზიციის მიმართ კრიტიკა როდესაც ისმის ახლა, ხშირად დაუმსახურებელია, იმიტომ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და მე ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ვინც მოლაპარაკებებს ესწრებოდა და მათ მხარდამჭერა სჭირდებათ. არა მგონია, რომ იქ მყოფმა რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ჩვენთან წინააღმდეგობაში მოდის.

კომპრომისი არ უნდა იყოს პატიმარზე, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩემთან მიმართებით გაკეთებული, ეს ზუსტად ვიცი. მე გირაო იმიტომ კი არ გადავიხადე, რომ ამის იშტაზე ვიყავი, უსამართლობა იყო და, უბრალოდ, დაუმორჩილებლობა გამოვაცხადე, ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი, რითაც გავწყვიტე უსამართლობის ჯაჭვი

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ესაუბრა მთავარ არხს ციხიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში. 

კომენტარები