კრიპტოვალუტა

Tesla-მ $1.5-მილიარდიანი ბიტკოინის ინვესტიციით $1 მილიარდი მოგება მიიღო

ფოტო: headlinesmania.com

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ, ანალიტიკოსების ვარაუდით, ერთ თვეში ბიტკოინის $1.5-მილიარდიანი ინვესტიციით თითქმის $1 მილიარდი პოტენციური მოგება მიიღო. 

ექსპერტების თქმით, კრიპტო ინვესტიციისაგან მიღებული პოტენციური მოგება 33%-ით აჭარბებს 2020 წელს ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით მიღებულ მოგებას, რომელიც 721 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2021 წლის იანვარში კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი [BTC] შეიძინა, თუმცა ტრანზაქციის ზუსტი ფასი ცნობილი არ არის. 

იანვარში ბიტკოინის საშუალო ფასი, დაახლოებით, 34 000 დოლარი იყო, მაღალი ალბათობით, Tesla-მ კრიპტოვალუტა სწორედ ამ ფასად შეიძინა.  

22 თებერვალს ბიტკოინის ფასმა 58 322 დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრის საშუალოდან ფასი თითქმის 71%-ით გაიზარდა. 

სავარაუდოდ, Tesla-ს 1.5-მილიარდიანი ინვესტიციის ფასი 71%-ით, ანუ 1 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი. 
 

კომენტარები